среда, 15 октября 2008 г.

ბიოგრაფია

ბიოგრაფია (კომპოზიტორ გურამ ბზვანელისა)


კომპოზიტორმა გურამ ბზვანელი დაიბადა თბილისში 1934 წელს. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1954 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა მას ძალიან უნდოდა რეჟისორი გამხდარიყო.მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც მას უნდოდა.მისაღები გამოცდების წინ გაირკვა,რომ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე იმ წელს მიღება არ წარმოებდა. ახლობლებმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ურჩიეს, მაგრამ აქაც ხელი მოეცარა_არ მიიღეს.მართალია მოგვიანებით თხოვეს ამ ინსტიტუტში გადასვლა, მაგრამ ამ ჯერად თვითონ განაცხადა უარი.იგი უკვე პოლიტიკური ინსტიტუტის საფეიქრო ფაკულტეტის სტუდენტი იყო.1960 წელს იგი სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში თეორიულ_საკომპოზიციო ფაკულტეტზე.კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი.ასევე მუშაობდა 23-ე საშუალო სკოლის სამუსიკო ათწლედის ხელმძღვანელად, მინიატურების სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ ნაწილის გამგედ, ხოლო 1988 წლიდან მუშაობდა თბილისის მე_სამე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.1968 წლიდან არის კომპოზიტოთა კავშირის წევრი. კომპოზიტორს ჰყავს, 2 შვილი,4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი.მეუღლე ქალბატონი თამილა მაკარიძე მედიცინის ურთულეს დარგს ფსიქიატრიას ემსახურება. არის ბევრი შესანიშნავი მონოგრაფიის ავტორიც. ქალიშვილი არის ექიმი, ვაჟი კი_რეჟისორი. შვილებმა მამის პროფესია არ აირჩიეს. ვაჟს გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და გატაცებულია ხატვით. ამჟამად აღარ მუშაობს, თუმცა აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას.ამ ბოლო პერიოდში მან რამდენიმე ფილმი გადაიღო რომლის ფონად დადებული მუსიკები მისი მამის კომპოზიტორ გურამ ბზვანელს ეკუთვნის.

წარმოშობით იგი არის ვანის რაიონიდან,სოფელი ბზვანიდან. იგი მთელი მისი ბავშვობის განმავლობაში ხშირად ისვენებდა ბზვანში. მას მისი სოფელი ძალიან უყვარს. მისი გვარ-ფსევდონიმიც საფლის სახელწოდებაზე მეტყველებს.მისი ნამდვილი გვარიკი ტყეშელაშვილია.

შემოქმედება

გურამს სიმღერა ბავშვობიდან ეხერხებოდა და ასევე ბავშვობიდანვე დაიწყო სიმღერების წერა.თავიდან მხოლოდ თავისთვის წერდა, მაგრამ შემდეგში მისი მეგობრები ასრულებდნენ. პირველი შემფასებელი მისი შემოქმედებისა სწორედ მეგობრები იყვნენ.პირველმა კინორეჟისორმა გიზო გაბისკირიამ შესთავაზა ლექსი მეგობრობაზე, რეზო ამაშუკელმა კი ბუტია რომელზეც დაწერა სიმღერები.ასევე ნოდარ დუმბაძემ მისცა მას ლექსი სიმღერა თბილისზე.კომპოზიტორის მეშვეობით ამ ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა.მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდი.როცა სტუდენტი გახდა ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე.მათ მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაზე,შეასრულეს სიმღერა თბილისზე,რომელიც ძალიან მოეწონათ ორკესტრის ხელმძღვანელებს და ისინი ორკესტრის წევრებად მიიღეს.მათი თხოვნით ორკესტრის ხელმძღვანელებმა გურამ ბზვანელსაც მოუსმინეს, მიიღეს და ურჩიეს,რომ მოეფიქრებინათ მათ თუ როგორ შეექმნათ კვარტეტი.აი ასე შექმნეს კვარტეტი_თამაზ ცინცაძემ, გურამ ბაკურაძემ, შოთახარაბაძემ და გურამ ბზვანელმა.
ერთხელ ერთ პატარა ბინაში შეკრებილი ახალგაზრდები თავიანთი ხელით აწყობილ რადიოს უსმენდნენ, სადაც ჯაზის საათი იყო დაწყებული. რადიოში გამოაცხადეს რომ შეიქმნა ახალი გეპეის ჯაზ კვარტეტი. ამ სიახლე დიდ ენთუზიაზმით აიტაცა ხალხი.
გურამ ბზვანელმა დაწერა სიმღერა იოსებ გრიშაშვილის ლექს ყურთბალიში, რომელსაც შემდეგ ჩავაქრე სანთელი ეწოდა. ამ სიმღერით სახელი გაითქვა ნანი ბრეგვაძემ. მისი პირველი სახალხოდ ნამღერი სიმღერა სწორედ ჩავაქრე სანთელი იყო.
1957 წელს მოსკოვის მეექვსე ფესტივალში გეპეის კვარტეტი გამოვიდა თავის ორკესტრთან ერთად. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა.ეს იყო ერთადერთი თვით შემოქმედი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს კილდო მოიპოვა.კვარტეტმა მიიღო მოწვევა უცხოეთის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ქართველ ჩინოსანთა ძალისხმევის წყალობით სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.მოსკოვში გამოსვლების შემდეგ გაზეთი სოვეტსკაია კულტურა წერდა: სტუდენტების რეპერტუარშჭი ყველაფერი ჩქეფს ძალდაუტანებელი მხიარულებით. მიუხედავად მინორისა რომელიც სხვაგან სენტიმენტალურად ჟღერს აქ ყველაფერი მხიარულად სრულდება. აი ასე გაითქვა სახელი გურამ ბზვანელმა და გეპეის კვარტეტმა.